დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბორდის თავმჯდომარე: არცერთი თოქ-შოუ არ დაიხურება
ავტორი:
2013/09/09 11:14:03
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე აცხადებს, რომ არცერთი თოქ-შოუ არ დაიხურება, მათ შორის, არც ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის საავტორო გადაცემები. იგი ამბობს, რომ გადაცემები მრავალფეროვანი გახდება და ახალი წამყვანები შიდა რესურსიდან შეირჩევა. ამასთან, თოქ-შოუები, შეიძლება ყოველდღიური გახდეს. "ყველა წამყვანი დარჩება. ისეთი ფინანსური მდგომარეობა არ გვაქვს, რომ გარედან მოვიწვიოთ წამყვანები. ახლა, როგორც ვიცი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ეკა მიშველაძესთან, რომელსაც თავისი გადაცემა ექნება და ქეთი ბოჯგუასთან. გარედან მოწვევაზე საუბარი არ არის", - განაცხადა გოგუაძემ news.ge-სთან საუბრისას.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1765
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია