დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი - ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებლებით ვაპირებთ გასვლას 27 ოქტომბრის არჩევნებში
ავტორი:
2013/08/26 21:20:02
გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში კვლევაში დაფიქსირებულზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლის მიღების იმედი აქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა. "კვლევაში დაფიქსირებული 53% ახალდაწყებული საარჩევნო კამპანიის პირობებში მიღებული რეიტინგია. ბუნებრივია, ჩვენთვის ეს არის მხოლოდ დასაწყისი და ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებლებით ვაპირებთ გასვლას 27 ოქტომბრის არჩევნებში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა."ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% ხმას კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს მისცემდა. კითხვაზე, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემს ხმას, 10% პასუხზე უარს აცხადებს, 9% "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ დავით ბაქრაძეს ასახელებს, 7% "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს, 7% აცახდებს, რომ ხმას არც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემს. გამოკითხულთა 4% შალვა ნათელაშვილს ასახელებს, 3% - სალომე ზურაბიშვილს, 2% - გიორგი თარგამაძეს, 1% - ნესტან კირთაძეს, კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხულთა 3%-ს უჭირს. კვლევა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოების აზრის შესწავლის მიზნით 1-დან 8 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა. შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე სულ 2028 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევა საკვლევ-საკონსულტუციო ცენტრმა "ფსიქოპრეოქტმა" ჩაატარა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1733
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია