დაისვენე კურორტ ახალდაბაში
”პუტინი, როგორც ხულიგანი”
ავტორი:
2013/09/09 11:27:02
ასე აფასებენ ექსპერტები და მსოფლიოს მედიასაშუალებები რუსეთის პრეზიდენტის არადიპლომატიურ ლექსიკას და ამერიკის პრეზდენტის ცივ მიღებას - ”G20”-ზე. ”ხუთშაბათს მეორე და მესამე ხარისხის ჩინოვნიკების გაგზავნით აეროპორტში ობამას დასახვედრად, პუტინი მოიქცა, როგორც ხულიგანი, რომელიც ცალ ხელს მისასალმებლად იწვდის, ხოლო მეორეთი - სილას აწნავს”, - ამბობს მოსკოვის კარნეგის ცენტრის წრმომადგენელი ლილია შევცოვა - ”ერთი დღით ადრე მან ასეთივე საზიზღარი ტაკიმასხარობა ჩაიდინა, როდესაც თავდაპირველად შეაქო ობამა და  ამერიკულ-რუსული ურთიერთობები კონსტრუქციულად შეაფასა, ხოლო  რამდენიმე საათის შემდეგ კი კერი ცრუპენტელად გამოაცხადა”. თუმცა პუტინის ტაქტიკა ამართლებს: ობამა სულ უფრო იზოლირებულად გამოიყურება სამიტზე. ჩინეთი, ევროკავშირი, BRICS-ის ქვეყნები და რომის პაპი აღნიშნავენ სირიაზე  ფიზიკური ზემოქმედებისას მოსალოდნელ საფრთხეებს, უშიშროების საბჭოს მხარდაჭერის გარეშე. 6 სექტემბერს ობამა ხვდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს - სი ცზინპინს და ფრანგ პრეზიდენტ ოლანდს. მას ჩინეთიდან მხარდაჭერის იმედი არა აქვს - იმედი აქვს ევროპელი მოკავშირეების. ”Daily Mail”-ის ცნობით, პარალელურად კულისებს მიღმა გრძელდება რუსეთისა და ამერიკის საუიდუმლო მოლაპარაკებები, რათა როგორმე დააღწიონ თავი პატურ სიტუაციას. გაზეთი ყურადღებას ამახვილებს ბირთვულ საკითხზეც: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ”IAEA”-ს საასწრაფოდ შეაფასოს შესაძლო რისკები ”წინასწარგანზრახვით ან ამ განზრახვის გარეშე” საბრძოლო იარაღის დამასკოს მინიატურული ნეიტრონების რეაქტორ-წყაროს დაზიანების საშიშროებაზე - შედეგები იქნება კატასტროფული. ”The Times”-ი სვამს კითხვას: ”ნუთუ რუსებს არ ესმით, რა საშინელია ასადის რეჟიმი?” და თვითვე პასუხობს: ”რუსეთის მხარემ იცის, რომ ასადი სისხლიანი ლიდერია, მაგრამ   საგარეო პოლიტიკას უქვემდებარებს არა ზნეობას, არამედ - ეროვნულ ინტერესებს. რუსეთისათვის ასადი ძირითადი ახლოაღმოსავლელი მოკავშირეა. რუსეთს სურს ბოლო მოუღოს დასავლეთის წესად ქცეულ ჩვეულებას - დაამხონ რუსეთის სამეგობრო რეჟიმები (ერაყი, ლიბია). რუსეთი შიშობს, სირია არ დაიქვემდებარონ ”ჯიჰადისტებმა”, დაბოლოს რუსეთი თვლის, რომ დასავლეთის ყურადღება ადამიანის უფლებებისადმი - ეს არის რუსული რეჟიმის მიმართ პირდაპირი მუქარა”. თავის მხრივ, რუსეთი არ ერიდება მკაცრ შეფასებებს - ”The Times”-ი წერს, რომ პუტინის პრეს-მდივანმა პესკოვმა დიდ ბრიტანეთს უწოდა ”პატარა კუნძული, რომელსაც არავინ არ აქცევს ყურადღებას”, თუმცა პესკოვმა იუარა ასეთი კომენტარი. გაზეთი ”La Repubblica” აქვეყნებს ინტერვიუს ევროპარლამენტის თავმჯდომარე შულცთან,  რომელიც უერთდება რომის პაპის მოწოდებას: ”საერთაშორისო საზოაგდოება უნდა დავითანხმოთ მოლაპარაკებაზე და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიგნებაზე. ახლო აღმოსავლეთი - ეს არის ურთიერთდამოკიდებული შეიარაღებული და მყიფე ქვეყნების მოზაიკა. ჩარევის პოლიტიკა მოიტანს შემდგომ პოლარიზაციას და გაუთვალისწინებელ შედეგებს”.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1566
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია