დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტს თვითმფრინავი ჩამოართვეს
2012/12/13 11:33:25

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ  სააკაშვილს  ერთი თვითმფრინავი ჩამოართვეს. თავდაცვის სამინისტრომ მეორე ბორტი პრეზიდენტისთვის ერთი წლის წინ, ლიზინგის წესით შეიძინა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრისას  განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი თვითმფრინავის გარეშე რჩება. "მეორე ბორტის ლიზინგის წესით შეძენა რატომ გახდა საჭირო, ჩვენთვის გაუგებარია" - დასძინა ავალიანმა.

"ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პირველი პირი დავტოვეთ თვითმფრინავის გარეშე. პრეზიდენტს ჰყავდა ორი ბორტი. პირველი ბორტიც თავდაცვის სამინისტრომ იყიდა და საკამოდ დიდი თანხა გადაიხადა. მეორე ბორტიც რომ დაგვეტოვებინა, ყოველთვიურად ქვეყანას უნდა გადაეხადა 850 000 ლარი" - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა. ვაკო ავალიანმა, ასევე,  აღნიშნა, რომ დაზოგილი თანხები ჯარის სოციალურ საჭიროებებს მოხმარდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1605
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია