დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ძნელია, პოლიტიკური პარტია სახელმწიფო უწყებისგან განასხვავო“-დემოკრატიის სკოლა ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/27 13:16:24

დღეს ქუთაისის დემოკრატიის სკოლის მორიგი პრეზენტაცია გაიმართა, რაც გულისხმობს ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (ნიმდის) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც საქართველოს 4 ქალაქში ხორციელდება (თელავი, ქუთაისი, გორი, ბათუმი). პროგრამა ითვალისწინებს 5-თვიან სასწავლო კურსს და განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტების და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის.

 

დემოკრატიული სკოლის წარმომადგენლის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, სკოლის მიზანია მედიის წარმომადგენლებისთვის, საჯარო მოხელეების, არასამთავრობოს სექტორისა  და დაინტერესებული პირებისთვის დემოკრატიის მნიშვნელობასა და არსზე 5-თვიანი კურსის შეთავაზება.


„სწავლება, ძირითადად, სამ საკითხს ეხება. ესენია: პოლიტიკური პარტიების გაძლიერება, ხშირად პარტიას სიცოცხლისუნარიანობა აკლია, არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში არსებობის საშულება აღარ აქვს და პოლიტიკური ორბიტიდან ქრება. გამარჯვებული პარტია კი ხელისუფლებაში მოდის სახელმწიფოს ნაწილი ხდება. მათი ლიდერები იკავებენ საკვანძო თანამდებობებს, ასეთ შემთხვევაში ძნელია პარტიის სახელმწიფო უწყებისგან განსხვავება. ძირითადად საქართველოში პარტიები მხოლოდ საარჩევნო მანქანებია. მეორე არის დემოკრატია. პოლიტიკოსები, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან, ხშირ შემთხვევაში მათ არ აქვთ გამოცდილება, მცირე პარტიის შემდეგ სახელმწიფო სწორად როგორ მართონ, რის გამოც დემოკრატიის ხარისხი ეცემა. მესამე კი არის დემოკრატიის განვითარების პროგრამა, რაც უმეტეს შემთხვევაში არ გააჩნიათ პოლიტიკურ პარტიებს,“ - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.


ქუთაისის დემოკრატიის სკოლა კურსდამთავრებულთა უკვე სამ თაობას ითვლის. ორგანიზაცია ორიენტირებულიაკურსდამთავრებულთა აქტიური და ძლიერი ქსელის ფუნქციონირებაზე. საამისოდ ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროგრამებს (კონკურსები, ბანაკები, გაცვლით პროგრამები და ..).

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2571
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია