დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გაუშვეს თუ არა თანამშრომლები სახანძროდან შეცდომით?
2013/06/26 17:51:28

ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაცია–ოპტიმიზაციის ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ სახანძრო სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს თანამდებობებზე დააბრუნებენ. მათი აღდგენის საკითხს ადგილობრივ თვითმმართველობაში უახლოეს დღეებში განიხილავენ. სავარაუდოდ, სამსახურს 26–ვე თანამშრომელი დაუბრუნდება.

"განიხილავენ საკითხს, თუ რატომ მოხდა მათი გაშვება და დააბრუნებენ ისევ"–განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გია უკლებას თქმით, სახანძროს თანამშრომლების გათავისუფლებით, მერიის  ადმინისტრაციამ შეცდომა დაუშვა და ამის აღიარება არ სურთ.

სამსახურიდან გათავისუფლებულია სამსახურის უფროსიც, ხოლო მის მოვალეობას ნიკოლოზ კოღუაშვილი ასრულებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია