საქართველოს შინაგან სამინისტრომ 2550 ერთეული ელექტროშოკის შეძენისთვის ტენდერი გამოაცხადა. მათი სავარაუდო საერთო ღირებულება 637500 ლარს შეადგენს.
შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაცია კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე 7 მაისს არის განთავსებული.
შსს შესასყიდ საქონელზე არანაკლებ 2-წლიან გარანტიას ითხოვს.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელე- და რადიომიმღებების და ხმის ან ვიდეოჩამწერების, ან რეპროდუცირების აპარატურის შეძენას აპირებს.
სატენდერო დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შსს დამატებით ავტომანქანის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის 310 კომპლექტს შეიძენს. სულ შესაძენ აპარატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო 218 ათასი ლარის გადახდას აპირებს.