ამნისტიის შედეგად 8696 ბრალდებული გათავისუფლდა
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან ამნისტირებულ ბრალდებულთა სტატისტიკას აქვეყნებს.
2013 წლის 5 ივნისის მდგომარეობით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო 9790 ბრალდებული.
აღნიშნული 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (23 525) შედარებით შემცირდა 13735 (58.4%-ით) ერთეულით.
2013 წლის 5 ივნისს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გათავისუფლდა კიდევ 2 ბრალდებული/მსჯავრდებული.
სულ ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა 8696-მა ბრალდებულმა.
მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 429 მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა და 25-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა.