დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხორცის რეალიზატორებს საქონლის დაკვლა სპეციალურ სასაკლაოზე მოუწევთ
2013/02/07 13:49:52

ქუთაისში ხორცის რეალიზატორების გაფიცვა ისევ გრძელდება. მათი პროტესტი იმ მოთხოვნას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, რაელიზატორებს ევალებათ საქონელი სასაკლაოზე მიიყვანონ, აიღონ ნებართვა და ამის შემდეგ მოახდინონ ხორცის რეალიზაცია.

ხორცის მოვაჭრეები მიიჩნევენ, რომ ამით  ისედაც ძვირი პროდუქტის, ხორცის, ფასი მოიმატებს, რაც მის რეალიზაციას შეამცირებს.

სურსათის ეროვნული სააგენო პოზიციებს არ ცვლის და მიიჩნევს, რომ ხორცის რეალიზაცია სასაკლაოების გვერდის ავთლით კანონდარღვევაა. სააგენტო ქვეყანაში არსებული სასაკლაოების მაქსიმალურად ამუშავება აპირებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი სასაკლაოს წარმომადგენლებს შეხვდა და ხორცპროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარება გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში ხორცით მოვაჭრეთა პროტესტს, რომლებიც  სასაკლაოს გვერდის ავლით ითხოვდნენ  საქონლის დაკვლის ნებართვას, რაც კანონდარღვევაა.  

არსებული კანონმდებლობით, თუ რაიონში არის ერთი სასაკლაო მაინც, მაშინ საქონლი უნდა დაიკლას სასაკლაოზე სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ. მისი არარსებობის შემთხვევაში საქონლის დაკვლა უნდა მოხდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოწვეული სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობით.

სურსათის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ ცხოველის სასაკლაოზე დაკვლა არის მომხმარებლისთვის ერთადერთი გარანტია, რომ ძროხის ხორცის დასახელებით ის არ მიირთმევს საეჭვო წარმომავლობის ცხენის, ვირის ან სხვა ცხოველის ხორცს.

ამ ეტაპისთვის საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 46 სასაკლაო. 

(ი.ბ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1495
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია