დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ინდაური ინდიკო საახალწლოდ აღარ დასაჯეს
2010/02/01 12:50:06

იანვრის შუა რიცხვებში ლადო მესხიშვილის თეატრმა კიდევ ერთი პრემიერა წარმოადგინა - ამჯერად პატარა მაყურებელი გაახარა ბოროტებაზე სიკეთით დაძლეული ამბის თხრობით. ერთმოქმედებიანი მხიარული ზღაპარი „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ დადგა და მუსიკალურად გააფორმა რეჟისორმა კონსტანტინე აბაშიძემ.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, საქართველოს სხვადასხვა წამყვან თეატრში 15-ზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული; მესხიშვილის თეატრის სცენაზე მან პირველად იმუშავა და ირაკლი სამსონაძის პიესა საკმაოდ საინტერესო ფორმით წარუდგინა ახალგაზრდა ქუთათურ მაყურებელს.

სპექტაკლში გამოყენებული სიმღერები (ლოტბარი გურამ ბერეკაშვილი), ცეკვები (ქორეოგრაფი გიგა მიქაძე), სცენოგრაფია (მხატვარი ნათია კიკვაძე) და, რაც მთავარია, მსახიობების საშემსრულებლო ოსტატობა ნორჩ მაყურებელს უყურადღებოდ არ დარჩენია, წარმოდგენაზე განუწყვეტლივ გაისმოდა მხიარული აპლოდისმენტები. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: აბელ სოსელია, დავით როინიშვილი, ნინო ჭოლაძე, ლელა ლომთაძე, ენდი ძიძავა, გიგა მიქაძე, მანუჩარ ბეგალიშვილი, დავით გაჩეჩილაძე, კონსტანტინე რობაქიძე. რეჟისორის თანაშემწეა ციცო მოწონელიძე.

ნანა ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1701
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია