დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანა ახმატოვას პორტრეტი 1,380 მილიონ დოლარად გაიყიდა
2013/06/05 14:56:09

ლონდონში, სოთბის აუქციონზე, იური ანენკოვის მიერ შესრულებული რუსი პოეტის ანა ახმატოვას პორტრეტი 902, 5 ათას ფუნტ სტერლინგად (1,380 მილიონი დოლარი) გაიყიდა.  

„იტარ-ტასის“ ცნობით, ტილოს საწყისი ფასი 150-200 ათასი ფუნტი  სტერლინგი იყო. ვაჭრობა ისე წარიმართა, რომ პოეტესას პორტრეტის გასაყიდი ფასი 5-6-ჯერ გაიზარდა.

აუქციონის ორგანიზატორთა განცხადებით, ახმატოვას პორტრეტი აღმოჩნდა ყველაზე ძვირადღირებული ტილო, რომელიც სოთბის ბოლო აუქციონზე გაიყიდა.

აუქციონზე რუსი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების შემოქმედთა ნამუშევრები იყო წარდგენილი.

მხატვარმა იური ანენკოვმა ცნობილი რუსი პოეტი ქალის პორტრეტი 1921 წელს, პეტერბურგში შეასრულა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1533
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია