დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპარლამენტო ოპოზიცია უკმაყოფილოა
2011/05/04 14:40:20

პარლამენტში გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი ამერიკის მიერ ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საქართველოც მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახორციელებს ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით.

 

ალ-ქაიედას ლიდერის, ბინ ლადენის გარდაცვალებასთან დაკავშირებული კომენტარის გარდა ბიუროს სხდომაზე აქტური იყო სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის საკითხიც. ეს თემა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა წამოწია. ლევან ვეფხვაძემ ბიუროს წევრებს ერთი თვის წინანდელი დაპირება გაახსენა, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტს მაისის დასაწყისში უნდა განეხილა.  თუმცა ჯერ კომიტეტებსაც არ აქვთ განხილული. იყო დრო, როცა ვუწოდებდით სახალხო დამცველს პოლიტიკურად ანგაჟირებულს, დღეს ასე აღარ არის, ახლა თქვენს მიერ მოწონებული სახალხო დამცველი გვაყვს, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას განცხადებით, სახალხო დამცველის ანგარიშს კომიტეტი 10 მაისისთვის განიხილავს და შემდეგ გავა პლენარულ სხდომაზე. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1703
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია