დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ნარჩენების მართვა ისევ პრობლემად რჩება
2012/10/24 16:01:50

დღეს ქუთაისის მერიაში ხელი მოეწერა პროექტს  „მყარი ნარჩენების ინოვაციური მართვა, მისი გადამუშავება, ევროპული გამოცდილების გაზიარება“.

შეხვედრას ქუთაისის მერი ბესიკ ბრეგაძე, მერიის წარმოამდგენელი თენგიზ თოფურიძე და ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფის ლიდერი ფრენკ სამოლი ესწრებოდნენ.
ევროკავშირის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო.
ქალაქში მომავალი წლიდან დაგეგმილია ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელება, რომელშიც ჩაერთვებიან დაძმობილებული ქალაქები და ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციები.
„დღეს ცალმხრივად მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ამ მიმართულებით. ქალაქისთვის აქტუალური თემაა ნარჩენები. ამ მიმართულებით ბევრი გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქალაქმა ნახოს შედეგი“, - განაცხადა თენგიზ თოფურიძემ.

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია