დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ
2013/06/04 12:22:03

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დასაქმების მოთხოვნით აქციას დღეს, დღის 14:00 საათზე, გამართავენ.


ასეულობით სტუდენტი ხელისუფლების მხრიდან „საზაფხულო სამუშაოების“ შეჩერებას აპროტესტებს.

„ჩვენ ამ აქციით ხელისუფლებას ვეტყვით, რომ სტუდენტებს გვინდა ზაფხულში ვიმუშაოთ და ჩვენი დასასვენებელი ფული ჩვენვე გამოვიმუშაოთ. ამიტომ აუცილებელია, წინა ხელისუფლების მიერ წამოწყებული ინიციატივა გაგრძელდეს და ზაფხულში სტუდენტების დასაქმება და თანხით ანაზღაურება მოხდეს,“ – ამბობენ სტუდენტები.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრის ეგიდით, გასულ წელს საქართველოს მაშტაბით ათასობით სტუდენტი საგაზაფხულო სამუშაოებში იყო ჩართული. სტუდენტები ხელისუფლებამ ერთი თვით დაასაქმა, რისთვისაც მათ ხელფასის სახით 400 ლარი აიღეს.

ცნობისთვის, სტუდენტების აქცია, ქუთაისის მსგავსად, სხვა რამდენიმე ქალაქში გაიმართება

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1383
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია