საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ვილნიუსის მიმართულებით განხორციელდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/31 08:17:58

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს ვილნიუსის მიმართულებით დაემატა რეისი. აეროპორტიდან ფერენები უკვე ხორციელდება რამდენიმე ქალაქში, რომელთა რიცხვს მაისიდან ბუდაპეშტიც დაემატება.

აეროპორტში  ჩამოსული პირველი მგზავრები დღეს ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუციშვილმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ აეროპორტის ადმინისტრაციასთან ერთად მიიღეს.

 


ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუციშვილის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის განვითარებისთვის 20 მილიონი ლარი გამოიყო. მისივე განცხადებით, ეროპორტისთვის ახალი რეისის დამატება მნიშვნელოვანია. მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ აეროპორტში განხორციელებული სამუშაოების შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1930
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია