დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2013 წლის ბიჯეტის პრიორიტეტები
2012/04/27 18:43:59

26 აპრილს მერიის „გენდერების დარბაზში“ თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, სოციალური ღონისძიებები, განათლება, კულტურულ-სპორტული პროგრამები და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა - ეს ის პრიორიტეტებია, რომელიც 2013 წლის ბიუჯეტში განსაკუთრებით იქნება ყურადღება გამახვილებული.

„2013 წლის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესი უკვე დაწყებულია. საბიუჯეტო დოკუმენტი არის ხალხისათვის განკუთვნილი დოკუმენტი, ამიტომ გვსურს, რომ ხალხი ინფორმირებული იყოს, თუ რა საკითხებზე გავაკეთეთ აქცენტები,“ - განაცხადა დემოკრატიული მმართველობის პროგრამის რეგიონალურმა კოორდინატორმა თამარ აბდალაძემ.

შეხვედრას მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„ჩვენ გავეცანით არსებულ პროექტს. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილია საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარება, რადგან დასაქმების ყველაზე საუკეთესო გზა არის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობა,“ - ამბობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოოდინატორი ნუგზარ კოხრეიძე.

2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრა მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1516
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია