დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხარაგაულში გრძელდება
2013/05/31 12:27:06

2013 წლის ბიუჯეტით ხარაგაული 807, 2 ათას ლარს დახარჯავს სოფლის პროგრამისთვის

ხარაგაულს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მიმდინარე სამეურნეო წელშიც გრძელდება. 2009 წელს ხარაგაულის 19 ტერიტორიულ ორგანოსა და დაბა ხარაგაულში დაიხარჯა 340, 2 ათასი ლარი, 2010 წელს შესრულდა 655,2 ათასი ლარის სამუშაოები, 2011 წელს – 637,7 ათასი ლარის დაფინანსება მიიღეს, 2012 წელს კი – 865 ათასი ლარი. 2013 წლის ბიუჯეტით კი, 807, 2 ათასი გამოიყო.

psnews.ge-სთან საუბრისას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნინო მაღლაკელიძემ განაცხადა: „ზოგჯერ წლის ბოლომდე ვერ ხერხდება სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის სრულად ათვისება. აუთვისებელი თანხები ნაშთებიდან გადაგვაქვს ახალი წლის ბიუჯეტის სოფლის პროგრამის დასაფინანსებლად. მაგალითად, წელს გამოგვეყო 773,2 ათასი ლარი და 2013 წელს ბიუჯეტში სულ 807,3 ათასი ლარია ამ მიზნით დასახარჯი.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1285
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია