აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ე.წ. საზღვრის გადმოწევა საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა.
"არ მაქვს ინფორმაცია დაკავებულების შესახებ. რაც შეეხება ღობების გადმოწევას, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ საქართველოში დაადასტურა, რომ ღობეები და მავთულხლართები მართლაც გადმოწეულია. ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას, რადგან ეს საერთშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება, ისევე, როგორც რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა პრეს-მდივანმა.