საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თსუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია სტიქიამ გაანადგურა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/06/17 15:24:39

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განადგურებული თსუ- ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ტერიტორია დაათვალიერეს.


თსუ- ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ერთი შენობა მთლიანად დანგრეულია, მეორე შენობა დაზიანებულია, განადგურდა ლაბორატორიის აპარატურა, ხელსაწყო-იარაღები, სახელმძღვანელოები. ლაბორატორიაში გარდა სამეცნიერო კვლევებისა, ინტენსიური სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა. მხოლოდ გაზაფხულის სემესტრში თსუ- ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 500-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა ლაბორატორიაში სალექციო და პრაქტიკული კურსები


სასწავლოსამეცნიერო ლაბორატორია 1962 წლიდან ფუნქციონირებდა. იგი მდ. ვერეს ხეობაში მდებარეობდა და 0,6 ჰა-მდე ფართობი ეკავა. ლაბორატორიის დაარსების ძირითადი მიზეზი 1960 წელს მდინარე ვერეს კატასტროფული წყალმოვარდნა იყო, რომლის შედეგადაც დაიტბორა ზოოპარკი და საცხოვრებელი სახლები. აუცილებელი გახდა მდინარე ვერეს ჰიდროლოგიური რეჟიმის დეტალური შესწავლა, უწყვეტი მონიტორინგის რეჟიმი და ამ პროცესის მეცნიერულ დონეზე ორგანიზაცია.


ლაბორატორია დღიდან დაარსებისა ჩართული იყო ფაკულტეტის სასწავლო პროცესში და აქ ყოველ სემესტრში ასეულობით სტუდენტისათვის ინტენსიურად ტარდება ლექციები და პრაქტიკული სამუშაობები. ლაბორატორიაში, ზაფხულის პერიოდში, სასწავლო-საველე პრაქტიკებს გადიოდნენ როგორც თსუ, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების (ტექნიკური, აგრარული და სოხუმის უნვერსიტეტები) სტუდენტები. გარდა ამისა, აქ ტრენინგებს გადიოდნენ საშულო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლებიც.


ლაბორატორიის ტერიტორიაზე მდებარეობდა ორი კორპუსი, სადაც განლაგებული იყო აუდიტორიები და სამუშაო ოთახები, ასევე ბიბლიოთეკა, ორი მეტეომოედანი, წყალსაზომი საგუშაგო დაკიდული ჰიდრომეტრიული ხიდი, მდინარის დონეების თვითმწერი დანადგარი. ლაბორატორიაში წარმოებდა მდ. ვერეს ჰიდროლოგიური რეჟიმის შესწავლა და დაკვირვებები. კერძოდ, ყოველდღიური დაკვირვებები მდ. ვერეს წყლის დონეებზე, ტემპერატურაზე და ხდებოდა წყლის ხარჯების გაზომვები. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიაში მოპოვებული მასალებით სარგებლობდა საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო. ქუჩას, სადაც მდებარეობდა ლაბორატორია, მინიჭებული აქვს მისი ერთერთი დამაარსებლის აკადემიკოს გივი სვანიძის სახელი.


აღნიშნული ლაბორატორია თავისი ფუნქციური დანიშნულებით მეტად მნშვნელოვანი იყო თსუ-სთვის. აქ მოპოვებული მასალები კი ძალზე აქტუალურია თბილისის მიდამოების თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად. განსაკუთრებით თუ გავითვალიწინებთ, რომ ის ერთერთი იყო საქართველოში შემორჩენილ მცირე რაოდენობის სადგურებს შორის.


აღნიშნული ლაბორატორია მაღალ დონეზე შეაფასეს უცხოელმა ექსპერტებმა და გადაწყდა მისი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაშიწყლის რესურსების ინტეგრირებული მართვასასწავლო-საბაზო ცენტრად გამოყენება. ლაბორატორია საჭიროა ქვეყნისთვის. სპეციალისტები უმოკლეს დღეებში დადებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს, თუ რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი კატასტროფა

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია