ქუთაისის საკრებულოს რიგით 21-ე სხდომაზე ქალაქის მერს არ აირჩევენ. მამუკას განცხადებით, არაფერი სკანდალური არ ხდება. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა კანდიდატებს საპრეტენზიო კომისიაში გასაჩივრების ორდღიანი ვადა აქვთ, შემდეგ კი პასუხისთვის ჭირდებათ 3-დღიანი ვადა, ან 5 დღის შემდეგ დაინიშნება რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება კომისიის მიერ შერჩეული დიმიტრი კოპალიანის ქალაქის მერად „კურთხევა“.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, საპრეტენზიო კიმისიისათვის არავის მიუმართავს, თუმცა, მამუკა მღვდელაძე არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება შერმადინ მიქელთაძემ გაასაჩივროს, რადგან მას უკვე ჰქონდა პრეტენზიები კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ კომისიის 7 წევრიდან ზურაბ ხურციძემ და მამუკა მღვდელაძემ დაუჭირეს მხარი ბაკურ ბალანჩივაძეს. თუმცა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე აცხადებს, რომ მან მხარი ორივე კანდიდატს დაუჭირა, მას მოსწონს, რეორგანიზაციის გამჭვირვალობის ელექტრონული მართვის კუთხით, ბაკურ ბალანჩივაძის პროექტი, ამასთან, მიაჩნია, რომ ცოდნით და გამოცდილებით ქალაქის მართვა ყველაზე მეტად დიმიტრი კოპალიანს შეუძლია.