დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქართველოლოგთა დიდი თავყრილობა ქუთაისში
2009/10/19 15:22:52

15 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პირველი საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოში წიგნის ბეჭდვის 300 წლისთავს მიეძღვნა. ის, უცხოელ სტუმრებთან ერთად, ქართველოლოგიის სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით მომუშავე მეცნიერებს მასპინძლობდა. კონფერენციაში ასევე სპეციალური მოწვევით მონაწილეობდა ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის გოლდსტეინის ბიბლიოთეკის სპეციალისტი ჰეტერ ჯ. უიქფილდი. საპატიო სტუმართა რიგში იყვნენ ეგვიპტის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენელი მუჰამედ ხალილ ალ-ლამი და გოეთეს ინსტიტუტის სასწავლო ცენტრის უფროსი დასავლეთ საქართველოში ჰოლგერ ელერსიც.

კონფერენცია, რომელიც ორ დღეს გაგრძელდა, ორ სექციად მუშაობდა: ბიბლიოთეკათმცოდნეობასა და ქართველოლოგიაში. მოხსენებათა თემები წიგნთმცოდნეობა და კულტუროლოგია იყო.

სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მერაბ გვაზავას შეფასებით, „ქართველოლოგიაში ძალიან ბევრი საინტერესო მოხსენება იყო, რომლებიც აქტუალობის მიხედვით შევარჩიეთ, ცხინვალთან, აფხაზეთთან, ჯავახეთთან დაკავშირებული მოხსენებები პრიორიტეტული იყო“.

პლენარული სხდომის შემდეგ სექციური სამუშაოებიც ჩატარდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1443
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია