დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ფინანსთა სამინისტრო შიდა აუდიტის სამწლიან მუშაობას აჯამებს
2013/03/26 12:17:48

ფინანსთა სამინისტრომ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“   გამართულ პრეზენტაციაზე  შიდა ფინანსური კონტროლის სფეროში სამი წლის მუშაობა შეაჯამა. საიუბილეო პრეზენტაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გახსნა.

ქვეყანაში შიდა აუდიტისა და შიდა მენეჯერული კონტროლის სისტემის კოორდინაციას  ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჰარმონიზაციის ცენტრის მეშვეობით. პრეზენტაციაზე, ასევე, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ)  შორის, რომელიც აქტიურად ეხმარება ქართულ მხარეს შიდა აუდიტის განვითარების მიმართულებით.

პრეზენტაციას, გარდა შიდა აუდიტის სამსახურების უფროსებისა და შიდა აუდიტორებისა, ესწრებოდნენ სომხეთის ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის წარმომადგენლები. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, სომეხ კოლეგებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.

ამჟამად შიდა აუდიტი ჩამოყალიბებულია 12 სამინისტროში, დარჩენილ 4 სამინისტროში კი შესაბამისი სტრუქტურა უნდა შეიქმნას 2014 წლამდე. როგორც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, შიდა აუდიტის სამსახური მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული და პრევენციული ბერკეტია, რომლის მთავარი ფუნქციაა იზრუნოს იმისათვის, რომ ხალხის თანხა სახელმწიფო სტრუქტურებმა არ გაფლანგონ.

როგორც ფინანსთა სამინისტროს პრესრელიზშია ნათქვამი, ჰარმონიზაციის ცენტრი ორ წელზე მეტია ფუნქციონირებს. ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს  სხვადასხვა დონორებთან (GIZ, EU Support Program, SIGMA) საერთაშორისო გამცოდილების გაზიარების, საუკეთესო პრაქტიკის გაცნობისა და შემდგომ დანერგვის მიზნით.

შიდა აუდიტის ფუნქციაა სწორად შეაფასოს სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა და გასცეს რეკომენდაციები ხელმძღვანელისათვის, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ან გაუმჯობესდეს სისტემა და საჯარო დაწესებულებამ შეძლოს უფრო ეფექტური მუშაობა.

აღსანიშნავია, რომ შიდა აუდიტის საქმიანობა რადიკალურად განსხვავდება გენერალური ინსპექციების მუშაობისაგან, რომელთა ფუნქციაც ასევე კონტროლის განხორციელებაა.  ჰარმონიზაციის ცენტრის მიზანია, გენერალური ინსპექციებისაგან განსხვავებით, სისტემური ცვლილებების განხორციელება  და არა დამნაშავის პოვნა ან დასჯა.

როგორც ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, შიდა აუდიტის სუბიექტების არსებობა საჯარო სექტორში ევროკავშირის ერთ–ერთი მოთხოვნაა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1370
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია