დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნესტან კირთაძე - კიდევ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი
2013/05/13 18:44:09

„ლეიბორისტული პარტიის“ ყოფილი წევრი და ამჟამად „ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური სახლის“ ხელმძღვანელი ნესტან კირთაძე 2013 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. გადაწყვეტილება კირთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვა.

მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მმართველმა გუნდმა კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი დაასახელა.

კირთაძე მარგველაშვილს პოლიტიკური წარსულის არქონას უწუნებს და ამბობს, რომ კოალიციისგან ელოდა კანდიდატს, რომლის პირველი სიგნალი ტერიტორიულად დაშლილი საქართველოს სწორი აღქმა იქნებოდა.

„მე მინდა მას ჩემი პირადი პატივსცემა დავუდასტურო, როგორც კოლეგამ კოლეგას, მაგრამ, მინდა გითხრათ, ჩემთვისაც და ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვისაც, სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა მარგველაშვილის წარდგენა პრეზიდენტობის კანდიდატად. ქართული საზოგადოებისთვის უმნიშვნელო არ იყო, ვის დაასახელებდა კოალიცია კანდიდატად. ჩვენდა სამწუხაროდ, დასახელებულ იქნა გიორგი მარგველაშვილი, რომლის პოლიტიკური ბექგრაუნდი გახლავთ ის, რომ ფილოსოფოსია და აქვს, ასე ვთქვათ, ირონიული იუმორი,”- განაცხადა კირთაძემ.

კირთაძე ამბობს, რომ მისთვის საპრეზიდენტო კამპანია არის შანსი, პირდაპირი დიალოგი გამართოს ნათესავ აფხაზ და ოს ხალხებთან, ასევე დიალოგი აწარმოოს მთავრობასთან, ქვეყნის სამშვიდობო პროცესებთან და მის სახელმწიფოებრივ და ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1459
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია