უფლებადამცველმა „პირველი რადიოს“ პრეს-კლუბში საუბრისას განაცხადა, რომ საჩივარს უკვე ამზადებს, რომლის საფუძველზეც გამოძიება დაიწყება.
„მე ვუჩივი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს და შს სამინისტროს და ვითხოვ მორალური ზარალის ანაზღაურებას. მალე შედგება საჩივარი და დაიწყება გამოძიება,“ – აცხადებს ფარესიშვილი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფარესიშვილი საჩივრის მზადების პროცესშია, რომლის დასრულებისთანავე ცნობილი გახდება, რა ოდენობის თანხას ითხოვს საკომპენსაციოდ.