დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ილოს“ გამარჯვებულები
2011/10/19 12:50:52

ქუთაისის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფოტოკონკურსის, „ილო“-ს დასკვნითი გამოფენა TBC ბანკის ბიზნეს-ცენტრში გაიმართა. იქვე დაჯილდოვდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, ასევე facebook-ზე ატვირთული ფოტოების ხალხის სიმპატია.

facebook-ზე თემატიკა განსაზღვრული იყო სახეწოდებით „მე და ჩემი ქალაქი“, ხოლო ჩვეულებრივ ფოტოკონკურსში - თავისუფალი თემა. დაახლოებით ასზე მეტმა ფოტომ მიიღო მონაწილეობა კონკურსში. facebook-ზე მხოლოდ სამოცდაექვსი ნამუშევარი აიტვირთა. ერთ მონაწილეს ჰქონდა უფლება, ხუთი ფოტო წარედგინა კონკურსში.

ყველაზე დიდი მოწონება ნათია აფხაიძის ფოტონამუშევარმა დაიმსახურა და, როგორც პირველი, ასევე მესამე ადგილიც, მას ხვდა წილად.

ნათია აფხაიძე: „კონკურსში ჩემი ხუთი ნამუშევარი მონაწილეობდა. ერთ-ერთმა ფოტომ პირველი ადგილი დაიკავა, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ გამარჯვებული გავხდი, ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, იმიტომ, რომ კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა ეს ფოტოები.“

მეორე საპრიზო ადგილთან ერთად, არჩილ გეგენავას ფოტონამუშევარმა facebook -ზე ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა ხალხისგან.

არჩილ გეგენავა: „ძალიან გახარებული ვარ, ჩემი ნამუშევარი ხალხის რჩეული ფოტო გახდა.“

პრიზის გარეშე არ დარჩენილა რობერტო ქველინიც (თეთრ ქვებზე გამართული შიშველი სესიისთვის), მისი განსხვავებული მიდგომა და ობიექტივიდან ხედვა დაჯილდოვდა.

ფოტოკონკურსმა „ილო“ კიდევ ერთი საინტერესო გამოფენა აჩუქა ფოტომოყვარულებს.

 

(სურათზე: ნათია აფხაიძის ფოტო, მესამე ადგილი)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1461
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია