ბრიტანეთის სამეფოს მთავრობაში იზრდება ევროსკეპტიკოსთა რიცხვი. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა განაცხადა, რომ, თუკი რეფერენდუმი ჩატარდებოდა, ხმას გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლას მისცემდა.
„ევრონიუსის“ ცნობით, ანალოგიური განცხადება გააკეთა ბრიტანეთის განათლების მინისტრმა მაიკლ გოუვმა. ორივე მინისტრი აღნიშნავს, რომ „დიდ ევროპას“ რეფორმების გასატარებლად შანსი უნდა მიეცეს. ამ განცხადებაში ბრიტანელი პოლიტიკოსები გულისხმობენ იმას, რომ ზოგიერთი უფლება ბრიუსელმა ეროვნულ მთავრობებს უნდა დაუბრუნოს.
ამ კვირაში ბრიტანეთის თემთა პალატაში კენჭს უყრიან საკითხს – გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერუნი რეფერენდუმს 2017 წლამდე გეგმავს.