დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ელისო ჩაფიძემ და მისმა რჩეულმა ჯვარი გელათში დაიწერეს
2013/07/18 17:28:24

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე  ქუთაისში გათხოვდა. მისი რჩეული ქუთაისში მოქმედი ბიზნესმენი დავით მიქაბერიძეა.

„დიახ, ქუთაისში გავთხოვდი. ჩემი მეუღლე არის დავით მიქაბერიძე, რომელიც კერძო ბიზნესშია დასაქმებული. ასე რომ, ახლა მე და „ქართული ოცნება“ ქუთაისს უფრო მეტად ვცემთ პატივს“, – განაცხადა ჩაფიძემ.

ახალდაქორწინებულებმა ჯვარი გელათის სამონასტრო კომპლექსში დაიწერეს. მათ ქორწილს პატრიარქი, პრემიერმინისტრი და პარლამენტარები სტუმრობდნენ.

ჩვენი რედაქცია ულოცავს ელისოს და მის მეუღლეს ოჯახის შექმნას და გამრავლებას, ფუძის სიძლიერესა და მარადიულ სიყვარულს უსურვებს!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1382
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია