დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისსის მერიამ დამატებითი უსაფრთხოების "კუნძულებისთვის" ტენდერი გამოაცხადა
2017/02/20 13:13:34

ქუთაისში სატრანსპორტო საშუალებების და ფეხით მოსიარულეთათვის უსაფრთხო გადაადგილებისთვის "კუნძულების" მშენებლობა  და შუქნიშნების დამატება იგეგმება.

 

როგორც მერიის პრესსამსახური აცხადებს, მოძრაობის განტვირთვისთვის სამუშაოები შესრულდება 9 აპრილისა და ირ. აბაშიძჲს ქუჩების გადაკვეთაზე, რომელიც შუქნიშნებისა და უსაფრთხოების კუნძულების მშენებლობას ითვალისწინებს.

 

შესაბამისი ტენდერი ქუთაისის მერიამ უკვე გამოაცხადა. ტენდერის პირობების თანახმად ,,მიმწოდებელი“ ვალდებულია, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 50 (ორმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს და სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

წინადადებების მიღება სრულდება 06.03.2017 13:30

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია