დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქუთაისისთვის“
2013/05/10 14:26:33

დღეს, ქუთაისის საკრებულოს მორიგი სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, 6 წევრით უმცირესობაში დარჩენილმა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონულარი მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გია უკლებამ საგანგებო განცხადება გააკეთა. უკლებას თქმით, ფრაქცია გეგმავს სპეციალური განცხადებით მიმართოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა არ შევიდეს ცვლილებები კანონოში პრალამენტის თბილისში გადატანასთან დაკავშირებით.

„მიმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, რომ არ გადაიტანოს პარლამენტი თბილისში. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქუთაისისთვის,“ - ამბობს გია უკლება.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოთქმულ ამ ინიციატივას მხარი მთელმა საკრებულომ დაუჭირა. პარლამენტის თავმჯდომარისადმი გასაგზავნი წერილი მომავალი კვირისთვის მომზადდება და მასზე, სავარაუდოდ, ქუთაისის საკრებულოს ყველა წევრის ხელმოწერა დაფიქსირდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1379
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია