დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცსკო-ში რეგიონის ჟურნალისტებისათვის ტრენინგები გაიმართა
2018/10/04 22:19:31

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგიონული მედიის ჟურნალისტებს არჩევნების გაშუქების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგები სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში რეგიონული გაზეტების, ონლაინგამოცემებისა თუ ტელერადიომაუწყებლების 60-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

 

ტრენინგის მონაწილეებს ცსკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია,თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკო-ს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ექსპერტი, დავით ღონღაძე მიესალმნენ.

 

ტრენინგის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს იმ საკითხებზე ესაუბრნენ,რაც საარჩევნო პროცესის დროს ჟურნალისტებს არჩევნების მიმდინარეობის სწორად გაშუქებაში დაეხმარებათ. ცესკოს სწავლების ცენტრის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები ჟურნალისტებს დეტალურად ესაუბრნენ კენჭისყრის დღეს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციებზე, ასევე გენდერულ თანასწორობაზე არჩევნებში, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობაზე, არჩევნების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებისა თუ უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკანონმდებლო მექანიზმებზე.


გარდა ამისა, ჟურნალისტებმა მიიღეს ინფორმაცია საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებსა თუ სიახლეებზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესაძლო ვარიანტებზე, და არჩევნების გაშუქების თვალსაზრისით საერთაშორისო გამოცდილებასა და სოციალური მედიის როლზე. 

 

აღსანიშნავია, რომ ტრენინგების ორგანიზება, ცსკო-სტან ერტად უზრუნველყვეს რეგიონული მედიის ასოციაციამ და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია