ნინო შუბლაძის გადაცემა „პოზიციაში“ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა თბილისის მერობის კანდიდატად უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაასახელა.
მთავარი პოლიტიკური ინტრიგა უკვე გახსნილია და უკვე ცნობილია, დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას შემდეგ ვინ იქნება მერობის კიდევ ერთი კანდიდატი.
"ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. არჩევნების დროს ყოველთვის არის საზოგადოების მოთხოვნა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანების თაობაზე. ამ მიზნით არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ვმართავდით მოლაპარაკებებს, შეთანხმება გარკვეულწილად მიღწეულია. ჩვენ ვქმნით ერთიან ოპოზიციას და ვაპირებთ ვიბრძოლოთ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე საპარლამენტო არჩევნებში.
დღეს დავასრულეთ შიდა კონსულტაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიცია "ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი იყოს დიმიტრი ლორთქიფანიძე", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "პოზიციაში".
წყარო:"ნიუპოსტი"