დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი გახარია - სოფლად მცირე ბიზნესის წამოწყებისთვის მიკროგრანტებით დაფინანსება 30 ათას ლარამდე იზრდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/04/24 19:15:47

სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს ელემენტარული, მცირე ბიზნესის წამოწყებას, 30 ათას ლარამდე დაფინანსდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტის წარდგენისას განაცხადა.


როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ.

„ეს გახლავთ ის ნაწილი, რომლის მნიშვნელობაც დღეს კიდევ უფრო დიდია. ეს შეგრძნება გააჩნია თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ეს შეგრძნება გააჩნია თითოეულ ფერმერს, რამეთუ მათი ფუნქცია და როლი დღეს აშკარად გამოჩნდა, თუნდაც იმ ნაწილში, რომ მათ დააკმაყოფილონ ქვეყანაში გენერირებული მოთხოვნა ელემენტარულ სასურსათო პროდუქტებზე, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი მეზობელი, ასე თუ ისე, პროტექციონალურად უკვე კი არ იცავს ბაზარს, არამედ იცავს ექსპორტს, იცავს თავის წარმოებას, ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტებს. ამიტომ ჩვენთვის ადგილობრივი წარმოების განვითარება, რათა დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი მოთხოვნა, უკიდურესად მნიშვნელოვანი ხდება და აქ სოფლის მეურნეობის ფუნქცია არის ერთ-ერთი წამყვანი. 

 

მოგეხსენებათ, რომ მიკრო საგრანტო სისტემა სახელმწიფომ დაიწყო რამდენიმე წლის წინ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა. თუ არ ვცდები, ის დაიწყო ხუთ ათასი ლარით და შემდგომ გახდა 15, 20 ათასი ლარი. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ზღვარი აგვეწია 30 000 ლარამდე და ამ პორტფელის რაოდენობაც გაგვეზარდა 40 მილიონამდე. ეს არის რეალური დახმარება სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს ელემენტარული, მცირე ბიზნესის წამოწყებას. ჩვენ მას პირდაპირ, გრანტის სახით, ფინანსური რესურსით ვეხმარებით, პირველ რიგში იმისთვის, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და შემდგომ შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები ერთი, ორი, სამი, ათი, ან წარმატების შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 857
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია