დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს დაიწყება
2013/05/08 14:52:00

2013 წლის  ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეთა უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა


2013 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საქართველოს მასშტაბით 18 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, წელს, ერთიანი ეროვნულ გამოცდებში 42 000-მდე აბიტურიენტი, 8 000-ზე მეტი გრანტის გაუმჯობესების მსურველი, 9 500-ზე მეტი მაგისტრანტი და 25 000-ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს დაიწყება.

პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. გამოცდების განრიგი მაისის ბოლოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნდება. მაისის ბოლოდან საგამოცდო ბარათების დარიგებაც დაიწყება.

აბიტურიენტთა უმეტესობამ, 30 000-მდე აპლიკანტმა, უცხო ენად ინგლისური აირჩია. რაც შეეხება არჩევით საგნებს, ყველაზე მეტ, 14 500-მდე აბიტურიენტს ისტორია აქვს მითითებული, 11 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა კი ჩასაბარებელ საგნად გეოგრაფია აირჩია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1405
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია