დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ყველა ძეგლზე საინფორმაციო დაფა განთავსდება
ავტორი:
2013/09/12 13:59:43

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით, ქალაქში ყველა ძეგლს გამარტებები  ვრცელი წარწერების სახით  გაუკეთდება.  ქალაქში არსებულ  ისტორიულ  და კულტურულ ძეგლებზე  მხოლოდ დასახელება და თარიღია დატანილი, რაც სამსახურის წარმომადგენელთა თქმით საკმარისი არ არის.

ინიციატივა,  ქალაქში ბოლო წლებში ტურისტების რიცხვის ზრდას უკავშირდება.    უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც როგორც წესი  ძეგლების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ,  ქალაქში არსებულ ძეგლებზე გაკეთებული  მოკლე წარწერები   ხშირ შემთხვევაში ნაკლებ ინფომატიულია.  ამიტომ, კულტურის სამსახურში ძეგლებზე მეტი ინფორმაციის დატანას აუცილებლობად მიიჩნევენ.

"როცა ექვთიმე თაყაიშვილის  ან ვასილ ამაშუკელის ძეგლს ნახავს ტურისტი, მხოლოდ მათი ვინაობის ცოდნა  არ არის საკმარისი. ტურისტისთვის მნიშვნელოვანია  იცოდეს რას წარმოადგენდნენ ეს ადამიანები თავის დროზე და რა კვალი დატოვეს მათ ჩვენს თანამედროვეობაში.   საკითხი უკვე  მხარდაჭერილია ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ და ვფიქრობთ,  პროექტის განხორციელება წლის ბოლომდე მოხერხდება",– ამბობს მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამთა თურმანიძე.

წლის ბოლომდე  კულტურის სამსახური კიდევ ერთი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს, რომელიც ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის ხელმძღვანელს გიორგი სიხარულიძეს ეკუთვნის. ინიციატივის თანახმად, რომელიც უკვე განხილვის პროცესშია, იგეგმება მესხიშვილის თეატრის არქივის საფუძვლიანი შესწავლა და მდიდარი მუზეუმის შექმნა, რომელიც სრულყოფილად ასახავს თეატრის ისტორიას. 

 

კულტურის სამსახურის სამომავლო გეგმებზე,  სამსახურის წარმომადგენლებმა 9 თვის ანგარიშის წარდგენის დროს  ისაუბრეს. დეტალურ ანგარიშში  2013 წლიდან დღემდე განხორციელებული  ყველა აქტივობა შევიდა, მათ შორის,  ყველაზე მასშტაბური კალენდარული ღონისძიება  ორმაისობა  იგივე გვირილობის დღესასწაული და კულტურული ინიციატივის ფარგლებში პირველი ქართველი კონემატოგრაფის ვასილ ამაშუკელის ძეგლის გახსნა.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5672
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია