დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თეა წულუკიანი:"მე, როგორც საერო პირი, აბორტის აკრძალვას მხარს ვერ დავუჭერდი"
2013/05/06 23:50:48

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ტელეიმედთან“ ინტერვიუში  საკუთარი პოზიცია გამოხატა პატრიარქის მიერ გაცხადებულ „აბორტის აკრძალვასთან“ დაკავშირებით. გთავაზობთ მის მოსაზრებას:

"როდესაც უწმინდესმა აბორტების აკრძალვაზე ბრძანა, მან საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. არ მგონია, რომ აბორტის კანონმდებლობით აკრძალვა, ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ვშიშობ, რომ აბორტის აკრძალვის შემთხვევაში, თუკი საქართველოს ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ახალგაზრდა ქალები, ახალგაზრდა გოგონები მაინც გაიკეთებენ, იქნება ეს სარდაფები თუ სხვა ანტისანიტარული ადგილები, იმ ადამიანების ჩარევით, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ. თუმცა მომხრე ვიქნებოდი ერთადერთი აკრძალვისა - ეს არის მშობლებისთვის სქესის წინასწარ შეტყობა. ძალიან ბევრ შემთხვევაში, აბორტი ისეთ დროს კეთდება, როცა ოჯახი ბიჭს ელოდება, არ უნდა ჰყავდეს გოგო და როცა სქესს შეიტყობენ, სქესის გამო ნაყოფის მოცილება ხდება. ჩემი აზრით, სანამ დემოგრაფიული მდგომარეობა ასეთ დღეშია, ურიგო არ იქნებოდა ეს აკრძალულიყო. თუმცა სხვა ტიპის, უფრო შორს მიმავალ აკრძალვებს, მე, როგორც საერო პირი, მხარს ვერ დავუჭერდი", - აცხადებს თეა წულუკიანი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია