საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კორონას წინააღმდეგ
ქუთაისში 102 წლის ბებომ კორონა ვირუსი დაამარცხა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/11/14 12:58:44

 


ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 102 წლის ქალი ორი კვირის მანძილზე მკურნალობდა. მოხუცი ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა.

 ის უკვე  გამოჯანმრთელდა და მედპერსონალმა კლინიკიდან აპლოდისმენტებით გააცილა.  

 

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 78 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.


კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის 2 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

14 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.


შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ჯამში კორონავირუსი 76 658 ადამიანს აქვს დადასტურებული.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 111
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია