დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ოფიციალურად გაიხსნა
2013/05/02 16:50:09

საქართველოს პარლამენტში 2013 წლის მოწვევის ახალგაზრდული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. ახალგაზრდა პარლამენტარებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის სხვა წევრები შეხვდნენ.


2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის სხდომას დიპლომატიური კორპუსის, გაეროსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის –  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. 

„ძალიან საინტერესო პროექტია. ახალგაზრდები ყველა რეგიონიდან და კუთხიდან არიან წარმოდგენილები. ყველა ჩვენგანი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი მოქალაქე და ეს პროექტი, როგორც მინიმუმ, ამაში დაეხმარება ახალგაზრდებს. შევთანხმდით სამომავლო ურთიერთობებზეც. ისინი ერთი წლის განმავლობაში დაესწრებიან სხდომებს და  თავიანთ იდეებს მოგვაწვიდან.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ხელმძღვანელი, თეონა ლავრევაშვილი,  სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ლავრევაშვილის თქმით, მსგავსი პროექტები ახალგაზრდებს პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. 

2013 წლის მოწვევის პარლამენტში 100 ახალგაზრდა დეპუტატი მაღალი კონკურენციის პირობებში, კონკურსის საფუძველზე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩა. პარლამენტარებმა უკვე გაიარეს გადამზადების კურსი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში „საკანონმდებლო ტექნიკაზე“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1518
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია