დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა
2013/05/09 10:43:25

დღეს დილით, 81 წლის ასაკში, გარდაიცვალა  ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი.

ბატონი ოთარი თბილისში დაიბადა , 1932 წლის 16 იანვარს. 1954 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მომავალი მსახიობი ჯერ პიონერთა სასახლეში, დრამწრეზე დადიოდა, მერე კი, „პიონერფილმში“. მოგვიანებით, მსახიობი აღნიშნავდა, რომ არა პიონერთა სასახლე, მსახიობი ვერ დავდგებოდიო. 

ოთარ მეღვინეთუხუცესს თეატრსა და კინოში უამრავი როლი აქვს შესრულებული: ჯამბულატი „ფატიმა“-ში, გიგი ბეთანელი „კეთილ ადამიანებში“, ჯოყოლა „ვედრებაში“, მეფე გიორგი „დიდოსტატის მარჯვენაში“, არზაყანი „მთვარის მოტაცებაში“, ელიოზი „ნატვრის ხეში“ და სხვა.
მის გამორჩეული კინოროლი კი, რომლითაც განსაკუთრებით შეიყვარა მაყურებელმა, დათა თუთაშხიაა.

გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ რედაქცია უსამძიმრებს სრულიად საქართველოს და ბატონი ოთარის ოჯახს ამ ტრაგედიას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია