დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წარსდგება თუ არა გურამ დონაძე სასამართლოს წინაშე?
2012/10/29 16:47:18

„ქართული ოცნების“ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე არ გამორიცხავს, რომ ბუტა რობაქიძის საქმეში ნივთმტკითებების გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით გურგენ (გურამ) დონაძეც დააკავონ. ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ კოალიციაში გურამ დონაძის საქმეზე ცალკე არ უმსჯელიათ, თუმცა დარწმუნებულია, რომ ყველა დამნაშავე სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს.

 „თუ საჭირო გახდა, უნდა შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია, რომელიც დეტალურად და კომპეტენტურად შეისწავლის ბოლო წლებში ჩადენილი მკვლელობების დამკვეთებისა და მათი ხელისდამფარებლების საქმეს და მოხდება ამ პიროვნებების საჯაროდ გასამართლება.“ – აცხადებს პარლამენტარი geworld.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძე მეგობრებთან ერთად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და ხელებაწეულს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს. მას ორი ტყვია მოხვდა და იქვე გარდაიცვალა.

მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მომზადებულ ყოველდღიურ გადაცემა „პატრულის“ ეთერში განაცხადეს, რომ რობაქიძე პოლიციელებმა მაშინ მოკლეს, როცა ისინი „ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის“ დაკავებას ცდილობდნენ. აჩვენეს ცეცხლსასროლი იარაღი და მაყურებელს არწმუნებდნენ, რომ „ბანდიტების“ მანქანიდან ამოიღეს.

მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ „პატრულში“ ნაჩვენები იარაღი ამირან რობაქიძესა და მის მეგობრებს არ ეკუთვნოდათ; საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, გრიგოლ ბაშალეიშვილმა კი განაცხადა, რომ მან ბუტა რობაქიძე „შემთხვევით“ მოკლა.

ბაშალეიშვილი 19 წლის ბუტა რობაქიძის „გაუფრთხილებლობით მკვლელობის“ ბრალდებით გაასამართლეს; 2006 წლის 10 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ამოიწურა და გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ იგი თავისუფალია.

ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები დღემდე უშედეგოდ მოითხოვენ იმ პირების დასჯას, რომლებმაც მტკიცებულებები გააყალბეს. ისინი

შსს–ს პრეს-სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელის, გურამ დონაძისა და საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსის, ზურაბ მიქაძის დასჯას ითხოვენ.

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1407
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია