დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ლიფტების აღდგენა თანადაფინანსებით მოხდება
2009/09/17 14:52:13

ასო­ცი­ა­ცია „სა­ჩი­ნომ“ პრო­ექ­ტი და­ას­რუ­ლა, რო­მე­ლიც ბინათ­მე­სა­კუთ­რე­თა ამხანა­გობების შექ­მნას, გა­აქ­ტი­უ­რებას და ად­გი­ლობრივ ხელი­სუფ­ლებას­თან მა­თი ურ­თი­ერ­თობის გა­მარ­ტი­ვებას გუ­ლისხმობდა. „სა­ჩი­ნოს“ ხელ­მძღვა­ნელ­მა ზუ­რაბ ხურ­ცი­ძემ გა­ნაცხადა, რომ ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებში ბევ­რი ამხანა­გობა შე­იქ­მნა და ბინათ­მესა­კუთ­რეებს თა­ვი­ან­თი ფუნ­ქციებიც გა­აც­ნეს, თავმჯდო­მა­რებიც აირ­ჩი­ეს და გა­ა­აქ­ტი­უ­რეს კი­დეც. „სა­ჩი­ნომ“ ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებში ქუ­თა­ი­სის თვით­მმარ­თვე­ლობას რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დება შეს­თა­ვა­ზა, მათ შო­რის იყო ლიფ­ტების რეაბილი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მაც. „სა­ჩი­ნო“ ლიფ­ტების რეაბილი­ტა­ცი­ას თვით­მმარ­თვე­ლობას თა­ნა­და­ფი­ნან­სებით ურ­ჩევ­და. ამ თე­მა­ზე აზ­რთა დი­დი სხვა­დასხვაობა იყო. საბოლო­ოდ შეჯერ­დნენ, რომ 2010 წლის ბიუჯეტ­ში ლიფ­ტების აღ­დგე­ნა ამ პრინ­ცი­პი­თაც მოხდება. ბინები თვი­თონ წარ­მო­ად­გე­ნენ ხარჯთაღ­რიცხვას და 30 ან 20%-ით ბინათ­მე­სა­კუთ­რეობები თვი­თონ და­ა­ფი­ნან­სებენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1489
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია