დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში „ტორპედოსთვის“ დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმებას ითხოვენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/15 12:34:07

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია ვეტერან ქუთაისელ ფეხბურთელებთან ერთად საქართველოსდ ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს მიმართავს და ქუთაისის „ტორპედოსთვის“ დაკისრებული სანქციების გაუქმებას ითხოვენ.

პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, 9 მარტს ტორპედო სტადიონზე მომხდარი ინცინდენტის გამო ფეხბურთელებისთვის დაკისრებული სანქციები ადეკვატურია, თუმცა, იმის გამო, რომ „ტორპედოს“ ისედაც მძიმე მატერიალური მდგომარეობა აქვს დაკისრებული ფულადი ჯარიმა მძიმე ტვირთად დააწვება, ამიტომ პარტიის წევრები, მხოლოდ იმ სანქციის დატოვებას ითხოვენ, რის ფაგლებშიც „ტორპედო“ 5 თამაშს გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს.

„ისედაც მძიმე მდომარეობა აქცს „ტორპედოს“ და კიდევ ჯარიმა თუ დაეკისრება, უხელფასოდ დარჩენილი, მშიერი ფეხბურთელი, საერთოდ ვერ შეძლებს თამაშს, ამიტომ მოვითხოვთ, აღმასკომმა გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება ფულად სანქციასთან დაკავშირებით, რადგან ეს დაასამარებს ქუთაისურ ფეხბურთს. პარლამენტი გადააქვთ, ცენტრალური გზა ცდება ქუთაისს, ახლა ფეხბურთიც მოკვდება და რა გამოდის მთელი ქალაქი მხოლოდ ყინულის მოედნის იმედად რჩება?“-განაცხადა გოგი წულაიამ.

 

შეგახსენებთ, რომ 9 მარტს ქუთაისში სტადიონზე  მომხდარი დაპირისპირების გამო „ტორპედოს“ 18 300 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2587
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია