დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მოქალაქეთა დასაშინებლად „ნაციონალებს“ ბერკეტები აღარ აქვთ?
2013/04/18 21:43:54

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქუთაისის სკოლის დირექტორებს 19 აპრილის აქციაზე წასვლას აიძულებენ, ქუთაისის საკრებულის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია უკლება ეხმიანება. იგი  აცხადებს, რომ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათ შორის კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ ხელმძღვანელი ზურაბ ხურციძე და მანანა მანაგაძე ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს „ნაციონალები“ სკოლის დირექტორებს და სხვა საჯარო მოხეელეებს აიძულებენ, 19 აპრილის აქციაზე წავიდნენ.

„ეს არის დეზინფორმაცია და მოვითხოვ, ამ ადამიანებმა შეწყვიტონ მსგავსი აბსურდული ბრალდებები და ადამიანების დაშინება, თითქოს 19 აპრილს შეამოწმებენ, რომ საჯარო მოხელეებმა სამუშაო საათებში სამსახური არ დატოვონ. ჯერ ერთი, მინდა მიპასუხონ, ჩვენ როგორ დავაშინებთ დირექტორებს და საჯარო მოხელეებს, ამისათვის რა ბერკეტი გაგვაჩნია? არც ხელისუფლება ვართ და არც დაშინების სურვილი გვაქვს. ასევე  მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც აპირებენ 19 აპრილს სამსახურში გამოცხადებული საჯარო მოხელეების შემოწმებას, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური უფლება, სურვილისამებრ წავიდეთ ნებისმიერ აქციაზე და ეს დანაშაული არ არის.“

ხვალინდელ აქციას გამოეხმაურნენ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები.

გოგი წულაიას განცხადებით, 19 აპრილის „ნაციონალების“ აქციაზე წამსვლელთა გაკონტროლების მიზნით, პარტია მობილურ ჯგუფებს შექმნის. აღნიშნული ჯგუფები მერიის სამსახურებში, მუნიციპალიტეტებში და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში ივლიან და აქციაზე წამსვლელი პირების ფოტო-ვიდეო მასალას მოიპოვებენ. 
როგორც წულაია ამბობს, აქციაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს სამუშაო საათების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. მისი თქმით, აქციაზე წამსვლელი პირების შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას პარტია ქუთაისის ახალ მერს გადასცემს, რომელიც უახლოეს მიმავალში, კონკურსის წესით უნდა შეირჩეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 19 აპრილის აქციაზე წამსვლელ საჯარო დაწესებულებების მოხელეთა  მონიტორინგს „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც აპირებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1471
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია