დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული მხარე თურქეთს იშხანში მიმდინარე სამუშაოების დროებით შეჩერებას სთხოვს
2013/04/09 11:41:35

 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ქართული მხარე თურქეთს იშხანში მიმდინარე სამუშაოების დროებით შეჩერებას სთხოვს. ამისათვის სამინისტრო თურქულ მხარესთან შესაბამის შუამდგომლობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს.


"კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გეგმავს საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მურათ ბურჰანის მოწვევას. დიპლომატთან შეხვედრამდე კი კულტურის სამინისტროდან გაიგზავნა წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მაია ფანჯიკიძის უწყებას თურქულ მხარესთან შუამდგომლობას სთხოვს, იშხანში მიმდინარე სამუშაოების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია იშხნის ტაძარზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების ადგილზე გასაცნობად ტაო-კლარჯეთში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დელეგაციის  გამგზავრება.

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ თურქეთიდან, იშხანში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ჩამოტანილი ანგარიშის გაცნობის შედეგად, კულტურის სამინისტროში დღეს თათბირი გაიმართა. საკითხის განხილვას კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, მისი მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, სააგენტოს წევრები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დაიგეგმა ვიზიტი ტაო-კლარჯეთში. იშხნის ტაძარზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების ადგილზე გასაცნობად, თბილისიდან, დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის, მარინე მიზანდარის ხელმძღვანელობით", – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1459
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია