დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროტესტი
უფლებადამცველის განცხადება – "ლაშა ჩხარტიშვილის დაკავება უკანონოა!"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/11 12:20:14

 

რამდენიმე დღეა, თბილისში აქციები მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც  ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებდნენ და თბილისის მერიის მიერ  “ტიფლის დეველოპმენტისთვის” მიცემული ნებართვის გაუქმებას ითხოვდნენ.მერია კი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და განმარტავს, რომ ეს ტერიტორია ვაკის პარკს არ ეკუთვნის

 

გუშინ აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი“გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” ხელმძღვანელი ,  ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. მოგვიანებით, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

უფლებადამცველი  გიორგი თევზაძე სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს და ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებას უკანონოს  უწოდებს.

მისი განცხადებით,  „თბილისის ვაკის-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანიის მიერ სასტუმროს მშენებლობის პროექტის ნებართვის გაცემამ საზოგადოების სამართლიანი პროტესტი და ვნებათაღელვა გამოიწვია. საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილი  მოითხოვს,  აღნიშნული სამშენებლო პროექტის ნებართვის  გაუქმებას თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურისაგან.  

 

მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე,   პოლიციის  თანამშრომლების მიერ  აქციის აქტიური მონაწილის,  ლაშა ჩხარტიშვილის დაკავების მოტივივი პოლიციის თანამშრომლებს არ ჰქონდათ,  ლაშა  ჩხარტიშვილის დაკავება   დაუსაბუთებელ და უკანონო “ – განაცხადა  გიორგი თევზაძემ.

 

შს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13600
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია