დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
"რკინის ლედი" გარდაიცვალა
2013/04/08 17:06:59

უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინსულტის შედეგად გარდაიცვალა  დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი,  ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი.  

მარგარეტ ტეტჩერის პრესმდივნის, ლორდ ბელის ინფორმაციით, "რკინის ლედის" გარდაცვალების შესახებ მისმა შვილებმა მარკ და კაროლ ტეტჩერებმა განაცხადეს.
მარგარეტ ტეტჩერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1979-1990 წლებში იყო. მისი პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში. გადადგომის შემდეგ მან დაწერა წიგნი - "სახელმწიფოს მართვის ხელოვნება". 
1992 წელს ივნისში მას ბარონესას ტიტული მიანიჭეს.

ამჟამად მარგარეტ ტეტჩერი 87 წლის იყო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1420
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია