დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ახალგაზრდა ეკონომისტები ქუთაისელებს ქალაქის მართვაში ჩართავენ
2012/10/24 15:52:04

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქუთაისის მერთან შეხვედრისას მოეწყო პროექტის, „ჩაერთე ქალაქის მართვაში“, შუალედური პრეზენტაცია, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვას ეხება.

„აქ არიან არასამთავრობოები და მედიის წარმომადგენლები. ჩვენ  უზრუნველვყოფთ, რომ მოხდეს მოქალაქეთა გააქტიურება და ჩართულობა როგორც თვითმმართველობათა საქმიანობაში, ასევე ბიუჯეტის შედგენის პროცესში და განხილვაში,“ - განაცხადა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ პაატა კლდიაშვილმა.
შეხვედრას ქუთაისის მერი ბესიკ ბრეგაძეც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ არასამთავრობოების აქტიურობა მნიშვნელოვანია.
„ბიუჯეტი თითოულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს და სახელმწიფო მოხელეც ვალდებულია, იცავდეს ამ კალენდარს,“ -განაცხადა ქუთაისი მერმა ბესიკ ბრეგაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ასას“ ხემძღვანელი კმაყოფილია, რომ ამ შეხვედრას ქალაქის მერი ესწრება.
„მთავარია, ქალაქის მერმა მოისმინოს ეს ყოველივე, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვეძებთ იმ მომენტებს, როგორ შეიძლება ხალხთან მიყვანა და ეფექტურობის ხელშეწყობა“, - განაცხადა ზაზა ხელაძემ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომაგენლის ნოდარ ჯიქიას თქმით: „არც ერთი ხელისუფლება არ იკლავდა თავს, არასამთავრობოები ყოლოდა ქალაქის მართვაში. წინა გუბერნატორი ისე მოვიდა და წავიდა, მხოლოდ ორჯერ შევხვდით. ახალი გუბერნატორი რას გააკეთებს, ჯერ უცნობია.“

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1407
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია