დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორად კობა ნარჩემაშვილის ძმა ინიშნება?
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/31 13:40:36

psnews.ge-ს წყაროს ინფორმაციით, იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულად  ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის ძმა ლაშა ნარჩემაშვილი ინიშნება. ნარჩემაშვილს ამ პოსტზე რეკომენდაციას „ქართული ოცნების“ სათავო ოფისიდან უწევენ. წყაროს ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლაშა ნარჩემაშვილი გუბერნატორის პოსტს დაიკავებს.

 

ლაშა ნარჩემაშვილი ამჟამად წყალტუბოში ცხოვრობს. იგი „ქართული ოცნების" წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარედ 2013 წლის 28 იანვარს აირჩიეს. ნარჩემაშვილის არჩევას წინ ხმაურიანი პროცესები უძღოდა. მის ამ პოსტზე დანიშვნას თავად კოალიციის ადგილობრივი წევრები აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ლაშა ნარჩემაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" კადრი იყო.

 

გავრცელებული ინფორმაციით, იმერეთის გუბერნეტოორის პოსტზე ქუთაისის ყოფილი მერი დიმიტრი კოპალიანიც განიხილებოდა. 

 

 იმერეთს ახალი გუბერნატორი ნოემბრის ბოლოსთვის ეყოლება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4096
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია