დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წერტილი თქვენს სხეულზე, რომელიც ასამდე დაავადებას კურნავს
2015/04/14 08:56:41

წერტილი „ასი დაავადება“- ასეთი საინტერესო და მარავალმნიშვნელოვანი დასახელება მისცეს იაპონელებმა წერიტილს, რომელიც აღმოსავლურ რეფლექსოთერაპაში საკმაოდ პოპულარულია როგორც ბიოლოგიურად აქტიური წერტილი – სახელწოდებით „სან-რი“.

 

ჩინეთში იგი ცნობილია როგორც „ცზუ-სან-ლი“ და გააჩნია სამი მნიშვნელობა : „სამოთხის კარიბჭე“, „ღვთიური „ და „ სილამაზისა და ახალგაზრდობის წყარო“. იაპონიაში საინტერესო ლეგენდა არსებობს:  1795 წელს ედოში (ტოკიოს ძველი დასახელება) იაპონიის მმართველმა მიკადომ მოისურვა ხანშიშესულ ადამიანებს გაცნობოდა. მმართველს ერთერთი უხუცესი ესტუმრა, ვინმე გლეხი მამპე, რომელიც იმ დროს 194 წლის გახლდათ. გლეხს თან ახლდა 173 წლის მეუღლე, 153 წლის ვაჟი, რძალი რომელიც 145 წლის იყო და 105 წლის შვილიშვილი.

 

ნახევარი საუკუნის შემდეგ, როცა ქვეყანას უკვე სხვა მიკადო მართავდა, ქალაქში ახალი ხიდის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ზეიმზე მოწვეულნი იყვნენ ქვეყნის უხუცესები. ზეიმს ეწვია ისევ იგივე გლეხი მამპე ამჯერად უკვე 242 წლის ასაკში, ოჯახის სრული შემადგენლობით. როდესაც მათი ხანდაზმულობის საიდუმლოთი დაინტერესდნენ,  მან განაცხადა, რომ თავისი წინაპრებისგან ისწავლა ერთი საიდუმლო. ეს იყო ერთი წერტილის მოწვა. გლეხი და მისი ოჯახი ყოველ მეოთხე დღეს ამ წერტილს იწვავდნენ. რეალურია თუ არა ეს ისტორია ცნობილი არ არის. მაგრამ მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ ცხადყო რომ „სან-რი’’-ს წერტილზე ზემოქმედება მართლაც კურნავს უამრავ ავადმყოფობას, მათ შორის მწვავე და ქრონიკულ გასტრიტს, კუჭის სპაზმებს, დისპეპსიას, ჰიპერტონიას, გაუვალობას, ათეროსკლეროზს, თავის ტკივილებს, კიდურების დამბლას, ეპილეფსიას, უძილობას, სქესობრივ უუნარობას, და კიდევ მრავალ დაავადებას.

 

თანამედროვე გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ეს წერტილი მართლაც ახდენს ზეგავლენას ზურგის ტვინზე. იგი დაკავშირებულია ენერგეტიკული არხებით ზურგის ტვინის იმ ნაწილთან, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და თირკმელებზე. ამიტომ ამ წერტილზე ზემოქმედება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ მუშაობას, ააქტიურებს ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს და იცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან.

 

 

11119872_888584417831260_5704163646490378592_n

 

 

იმისათვის, რომ ეს წერტილი იპოვნოთ, დაიდეთ მოხრილ ფეხზე მარჯვენა ხელის მტევანი მარჯვენა ფეხის მუხლს დაბლა და მუხლიდან ოთხი თითის მოშორებით, ქვედა მხარეს დაიჭირეთ საჩვენებელი თითი . ის ზუსტად იმ ღრმულში მოხვდება რომელიც მუხლის მარცენა მხარესაა. მარცხენა მუხლზე ამ წერტილს რა თქმა უნდა მარცხენა ხელით პოულობენ. სწორედ ამ წერტილს ეწოდება „სან-რი’. ამ წერტილის დამასაჟება ორივე ფეხზე ერთდროულად ხდება. უმჯობესია, თუ ამას საჩვენებელი თითით გააკეთებთ. დაახლოებით 10 წამის შემდეგ წერტილზე დაწოლა შეგიძლიათ მოასუსტოთ 5 წამით. შემდეგ დაწოლა ისევ გააძლიერეთ. მასაჟის სრული ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. რეკომენდებულია, თუ პროცედურას ყოველ დღე დილით საუზმემდე და საღამოს ძილის წინ ჩაიტარებთ. ამ წერტილის გასააქტირუებლად კიდევ იყენებენ წიწაკის ან მდგოვის სპეციალურ პლასტირსაც. ასევე ეფექტურია ჩვენთვის კარგად ცნობილი ჩინური ბალზამი. სტრესის შემთხვევაში, ასევე ნებისმიერი პრობლემის დროს, უძილობის, ნერვიულობისა და ფეხებში სიმძიმის დროს აუცილებლად გამონახეთ დრო, რომ მიუკაკუნოთ „სამოთხის კარიბჭეს“ .

 

წყარო: http://www.postalioni.com/

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6121
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია