დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ცვლიან ფარმაცევტები ექიმის გამოწერილ წამლებს?
2013/03/11 12:44:09

ფარმაცევტულ აზარზე რომ მონოპოლიაა, სიალეს აღარავისთვის წარმოადგენს. ამიტომ, ამ შემთვევაში, ჩვენი დაინტერესე არა აზრის საპროცენტო ოდენოა, არამედ ფარმაცევტული კომპანიეის მომსაურე პერსონალთა დატრენინგეის საკითია.

 

მას შემდეგ, რაც ბაზარზე გამოჩნდა ქართული წარმოების მედიკამენტები, თავისთავად, კომპანიებმა გამოთქვეს მათ კლინიკებში დამზადებული მედიკამენტების გაყიდვის გაზრდის სურვილი, რის გამოც, აშკარად შეიმჩნევა, რომ ფარმაცევტები თვითნებურად უცვლიან კლიენტებს ექიმის დანიშნულ რეცეპტს.

აფთიაქებში არსებული სიტუაციით, ჩვენი დაინტერესება ერთმა სატელეფონო ზარმა გამოიწვია. რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა რიგითი მოქალაქე, რომელმაც საინტერესო ამბავი მაცნობა, თუმცა ვინაობის გამხელა არ ისურვა. მის ნაამბობს უცვლელად გთავაზობთ:

„ალბათ, იცით, ჩვენს დროში სამსახურის შოვნა როგორი ძნელია. მეც, უამრავი CV-ის დაგზავნის მერე, ერთ-ერთი ცნობილი სააფთიაქო ქსელიდან დამიკავშირდნენ. რამდენიმეკვირიანი ტრეინინგ-სემინარის შემდეგ, ერთ ფილიალში დავიწყე მუშაობა, მაგრამ ვერ შევძელი და, თუ დამიჯერებთ, ძლივს ნაშოვნ სამუშაოს თავი დავანებე, ვინაიდან ხელმძღვანელობის მხრიდან იყო მოთხოვნა: გაგვესაღებინა მათ კლინიკებში წარმოებული მედიკამენტები და ეს ნებისმიერ ფასად უნდა მოგვეხერხებინა. მომხმარებელთათვის არასწორი ინფორმაცია უნდა მიგვეწოდებინა, თითქოს ის წამალი, რაც მათ სურდათ იმ დროისათვის აღარ გვქონდა, მაგრამ იყო უკეთესი ან იგივე შემადგენლობის, ოღონდ - ქართული წარმოების. რამდენად ხარისხიანია ეს წამლები, ცალკე საკითხია. როგორც გითხარით, ვერ შევძელი საბრალო ადამიანებისათვის თვალებში ყურება და თან მოტყუება, მით უმეტეს - პენსიონერების, რომლებიც უკანასკნელ თეთრებს იხდიან წამლებში. იმედია, ვინმე დაინტერესდება და ამ არცთუ უმნიშვნელო საკითხს ყურადღება მიექცევა.“

რესპონდენტის მოწოდებული ინფორმაციის სისწორე რომ გადაგვემოწმებინა, გადავწყვიტეთ, მცირე დაკვირვება ჩაგვეტარებინა, რისთვისაც ქუთაისში არსებული სხვადასხვა აფთიაქში მივედი და მომხმარებელთა გრძელ რიგში დავიკავე ადგილი. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ფარმაცევტებმა მისული ხუთი პაციენტიდან მინიმუმ სამს შესთავაზეს სასურველი წამლის შეცვლა. უფრო სწორად, შესთავაზეს კი  არა,   მოსთხოვეს:       „ეს  წამალი  არ გვაქვს, მაგრამ ეს უკეთესია და წაიღე, გირჩევ“,   „მომისმინე, ამ წამლის ქართული ვარიანტი გვაქვს, უკეთესია, გნებავთ, ხომ?“ „არა, რა სხვა, იმავე შემადგენლობისაა, უკეთესიც კია, თან - ქართული წარმოებისაა!“ „გმადლობთ, ჩვენთან რომ მობრძანდით, გამოჯანმრთელებას გისურვებთ!“ - იძახდნენ მომღიმარი ფარმაცევტები. ჩემმა რიგმა რომ მოაღწია და მათ ჩემი მისვლის მიზეზი გაიგეს, არ ესიამოვნათ და ყველგან, ყველა აფთიაქში, პასუხისმგებლობა მენეჯერს დააკისრეს, მენეჯერთა პასუხი კი ერთმანეთის იდენტურია. ვინაიდან ჩვენს მიზანს ვინმეს სამსახურისათვის საფრთხის შექმნა არ წარმოადგენს, არც სააფთიაქო ქსელებს და არც ჩვენს რესპოდენტთა ვინაობას არ დავასახელებთ.

მიუხედავად იმისა, რომ წამლების შეცვლა ჩემს თვალწინ ხდებოდა, ფარმაცევტებმა მაინც დამიწყეს დარწმუნება, რომ მედიკამენტებს ხშირად არ ცვლიან, მით უმეტეს, თუ აფთიაქში მოიძებნება ის მედიკამენტი, რაც კლიენტს სურს.

- ვერ გეტყვით, მედიკამენტების შეცვლა რა პროცენტით ხდება, ხან როგორაა და ხან როგორ, მაგრამ ხდება ისე, რომ მოსახლეობა, რომელმაც კარგად იცის სასურველი წამლის ფასი, მოდის თხოვნით, რაიმე ნაკლებ ფასიანით შევუცვალოთ.

- გასაგეია, როდესაც მათი სურვილით დეა, მაგრამ თქვენი რიდან რა შემთვევაში სთავაზო დანიშნული მედიკამენტის შეცვლას? 

- იცით, რა, ისეთ საკითხზე მეკითხებით, რაზეც პასუხის გაცემის უფლებაც არა გვაქვს, მით უმეტეს, რომ მოდიხართ რიგითი მოქალაქესავით. ამიტომ ამ კითხვებზე ვერ გიპასუხებთ.

რამდენად შეიძლება ექიმის რეცეპტის შეცვლა, ამის დადგენა მედიკოსებთან ვცადეთ. ჩვენს შეკითხვას სამხარეო კლინიკის ექიმმა გალინა ჩავჩვიემ უპასუხა: „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ექიმის დანიშნულების თვითნებურად შეცვლა. ეს უნდა მოხდეს ექიმთან შეთანხმებით, ვინაიდან მე კარგად მიცნობენ, რეცეპტზე მითითებულია ჩემი ტელეფონის ნომერი, მიკავშირდებიან ხოლმე და მედიკამენტის შეცვლის შესახებ მაცნობებენ. ხშირ შემთხვევაში არა ფარმაცევტები, არამედ თვითონ მოსახლეობა ცვლის გამოწერილ წამალს იაფფასიანით. რაც შეეხება წამლის შეცვლით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს, იშვიათად, მაგრამ ყოფილა ამის ფაქტი. უახლოეს პრაქტიკაში მსგავს შემთხვევებს ვეღარ გავიხსენებ. უმჯობესია, მოსახლეობა თუ ისწავლის, რომ დანიშნულების თვითნებურად შეცვლა არ უნდა მოხდეს, თავის მხრივ კი ფარმაცევტები არ შესთავაზებენ სხვა მედიკამენტებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1545
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია