დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი არჩევნებისთვის მმართველი კოალიციის დაშლა იგეგმება?
2013/01/05 10:19:18

ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა კი, ლევან ბერძენიშვილის მოსაზრების კომენტირებისას განაცხადა: „შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს კოალიცია არ დაიშალოს“. ივანიშვილისვე თქმით, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში კოალიციაში შემავალი პარტიები, ამის შესახებ მსჯელობა არ ყოფილა.

„ძალიან საინტერესო მომავალი გველის. ჩვენ რეგიონებს მივცემთ ჭეშმარიტად დამოუკიდებლობას და Aახლა არ მოვყვები ამის შესახებ. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ კოალიცია დარჩეს ერთიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. რატომ თქვა ეს ლევანმა და რა თქვა კონკრეტულად, არ ვიცი. ლევანს, „რესპუბლიკურ პარტიას“, ან სხვა პარტიებს, თუ ამის სურვილი გაუჩნდებათ, საშუალება ექნებათ, რომ დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. თუმცა კოალიციის დონეზე ამის განხილვა არ ყოფილა. ჩვენ კოალიციას ვინარჩუნებთ. იმ შემთხვევაში, თუ რეალურად გარე ოპოზიცია არ გვეყოლება და ეჭვიც სერიოზულია, რამდენადაც „ნაციონალური მოძრაობა“, პრაქტიკულად, ელექტორატს ვეღარ ფლობს და, ალბათ, მომავალ არჩევნებში სუსტი წარმომადგენლობა იქნება, იქნებ, ეს ჰქონდა ბატონ ლევან მხედველობაში", – განაცხადა ივანიშვილმა.

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1514
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია